მადრიდის „ატლეტიკომ“ ლამაზი საშობაო რგოლი გვაჩუქა.
„ატლეტიკომ“ ლამაზი საშობაო რგოლი გვაჩუქა.
სიუჟეტის მიხედვით ხანში შესული მამაკაცი ქუჩაში დაიკარგა, ის ნახა და მისი სახლამდე მიყვანა ტაქსის მძღოლმა გადაწყვიტა.
საუბარი ვერაფრით შედგა, სანამ ფეხბურთზე არ ჩამოვარდა.
აღმოჩნდა, რომ მოხუცი მადრიდის „რეალის“ და დი სტეფანოს ქომაგია.
მძღოლმა ის სახლამდე მიიყვანა. იქ მას ქალიშვილი დახვდა.
მერე კი აღმოჩნდა, რომ თავად მძღოლი „ატლეტიკოს“ ფანია. როდესაც მოხუცმა დი სტეფანოზე დაიწყო, მან კლუბის ვიმპელი დამალა, მაგრამ მერე უმალ დააბრუნა.
რგოლი მთავრდება სიტყვებით: „ატლეტიკოს“ ღირებულებები ყველაზე მაღლა დგას“.
GIPHY App Key not set. Please check settings