ბერძნული “ლამიას” ქართველი თავდამსხმელის ბაჩანა არაბულის თესალონიკის “არისის” კარში გატანილი მაკრატელა საბერძნეთის სუპერლიგის განვლილი სეზონის საუკეთესოდ დასახელდა.
გამოკითხვა სუპერლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმა გულშემატკივრებს შორის ჩაატარა და არაბულმა ხმების 52.87 % მიიღო.
არაბულმა სეზონის საუკეთესო გოლი მიმდინარე წლის 5 იანვარს, “არისის” წინააღმდეგ გაიტანა. ამ შეხვედრაში მან დუბლი შეასრულა – ჯერ პენალტით გახსნა ანგარიში და შემდეგ ბურთი სალონიკელთა კარში მაკრატელა დარტყმით შეაგდო.
ბაჩანა არაბული “ლამიას” გასული სეზონის წინ შეუერთდა და სუპერლიგაში 21 თამაშში 4 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი მიითვალა. მას ბერძნულ კლუბთან კონტრაქტი 30 ივნისს ეწურება.
არაბულს საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში 7 შეხვედრა აქვს ჩატარებული.
GIPHY App Key not set. Please check settings