მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველი ედენ აზარი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „ჩელსისგან“ წაგების შემდეგ ლონდონური კლუბის ფეხბურთელების კამპანიაში გვარიანად კარგ ხასიათზე იყო და იცინოდა. ბელგიელის ამ საქციელმა აღაშფოთა მადრიდული კლუბის გულშემატკივრები. ისინი მიიჩნევენ, რომ მას გუნდი ფეხებზე კიდია.
ტრანსლაციაში მოხვდა მომენტი, როდესაც 30 წლის ბელგიელი ხუმრობს და იცინის ყოფილ თანაკლუბელებთან ერთად. „მას სინამდვილეში არ ადარდებს რეალი“ – ასეთი სახელწოდებით გამოვიდა Daily Mail.
მოგეხსენებათ, აზარი „რეალში“ სწორედ „ჩელსიდან“ აღმოჩნდა.
ლიგის ნახევარფინალური თამაში კი „ჩელსიმ“ ულაპარაკოდ 2:0 მოიგო და ფინალში გავიდა, სადაც თანამემამულე „სიტის“ შეხვდება.
GIPHY App Key not set. Please check settings