ავსტრალიის ნაკრები ყატარში პერუს შეხვდა, რომლებმაც მსოფლიო ჩემპიონატის საგზური გაითამაშეს. აზიის კონფედერაციის წარმომადგენელი კონმებოლის კვალიფიკაციის მეხუთე გუნდს ეთამაშა.
ძირითადი და დამატებითი დრო ფრედ, 0:0 დასრულდა.
ავსტრალიელებმა პენალტების სერიის წინ, დამატებითი დროის ბოლოს მეკარე შეცვალეს. ენდრიუ რედმეინი პენალტებისას ორიგინალურად იქცეოდა, მუდმივად ცეკვავდა და კარის ხაზზე დახტოდა.
საბოლოოდ, ავსტრალიამ გამარჯვება მოიპოვა – 5:4.
ავსტრალია ყატარის მუნდიალზე D ჯგუფშია დანიასთან, საფრანგეთთან და ტუნისთან ერთად.
ამრიგად, დარჩა ბოლო მონაწილე გასარკვევი. ბოლო პლეი-ოფში ერთმანეთს კოსტა რიკა და ახალი ზელანდია დღეს შეხვდებიან.
მსოფლიო ჩემპიონატი ყატარში 21 ნოემბრიდან 18 დეკემბრამდე გაიმართება.
GIPHY App Key not set. Please check settings