სერხიო აგუეროს დებიუტი ჰქონდა კინგს ლიგაში „კუნისპორტსის“ რიგებში „პროსინოსთან“ მატჩში (2:2, 2:3 ბულიტებით).
ის თამაშზე ჯამბაზის კოსტუმში გავიდა. მატჩამდე არავინ იცოდა, რომ არგენტინელი მონაწილეობას მიიღებდა, ამას საიდუმლოდ ინახავდნენ.
„სიტის“ ყოფილი ფორვარდი „კუნისპორტსში“ მე-12 მოთამაშედ ითამაშა. კინგს ლიგის თითოეული გუნდში 12 ფეხბურთელია, 10 მათგანი დრაფტზე შეირჩა, მე-11 კლუბის პრეზიდენტი იწვევს მთელი სეზონით, მე-12 კი რეგულარულად იცვლება.
სწორედ აგუეროა „კუნისპორტსის“ პრეზიდენტი.
ძირითად დროში აგუერომ გოლი გაიტანა, მაგრამ ბულიტებისას დარტყმა ვერ გამოიყენა.
GIPHY App Key not set. Please check settings