საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ტომას ბახმა პრესკონფერენცია გამართა და გამოაცხადა, რომ სპორტის სამ სახეობას – ძალოსნობას, კრივსა და თანამედროვე ხუთჭიდს 2028 წლის ოლიმპიადის პროგრამიდან (ლოს ანჯელესი) ამოღება ემუქრებათ.
ამ სახეობების ფედერაციებს სიტუაციის გამოსასწორებლად 18-თვიანი ვადა მისცეს, რათა შეინარჩუნონ 2028 წლის ზაფხულის თამაშებისთვის ოლიმპიური სახეობების სტატუსი.
ბახმა კრივისა და ძალოსნობის ფედერაციებს პრობლემური უწოდა. ოლიმპიურ კომიტეტში შეშფოთებული არიან ამ სახეობებში არსებული კორუფციითა და ხშირი დოპინგ-შემთხვევებით.
ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომის სხდომა თებერვალში გაიმართება და 2028 წლის ოლიმპიადის პროგრამას იქ დაამტკიცებენ. ხსენებული სამი სახეობა კი წინასწარი სიიდან ამოღებულია.
მოგეხსენებათ, საქართველოს ბოლო დროს ყველაზე დიდი წარმატებები სწორედ ძალოსნობაში აქვს. ლაშა ტალახაძე ყველა ტურნირს უპრობლემოდ იგებს და რეკორდს რეკორდზე ამყარებს.
GIPHY App Key not set. Please check settings