ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ბოლო სალიცენზიო ტურნირზე, საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ვერცერთი ლიცენზიის მოპოვება ვერ შეძლო.
57 კგ წონით კატეგორიაში, ოთარ გოგავამ პირველივე შეხვედრა აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე გიორგი ედიშერაშვილთან წააგო. სანდრო ამინაშვილმა (86კგ) ერთი ეტაპი გაიარა და შემდეგ აზერბაიჯანელ მეტოქესთან დამარცხდა.
ჭიდაობაში ოლიმპიადაზე არასრული გუნდით ვიქნებით: გოგავა ლიცენზიას ვერ შეწვდა
“last chance”-ის ტურნირზე ყველაზე კარგად 65 კილოგრამი წონითი კატეგორიის დებიუტანტი ბექა ლომთაძე გამოიყურებოდა, რომელმაც ვლადიმერ ხინჩეგაშვილის არყოფნაში (კორონავირუსი დაუდასტურდა), 1/4 ფინალური დაპირისპირება პოლონელ გაჯიევთან 2:1 დათმო და ამ წონაშიც ლიცენზია დაკარგა საქართველომ.
ამრიგად, გიორგი იანტბელიძის ნაკრებს ტოკიოში მხოლოდ სამი წარმომადგენელი ეყოლება. ნურ სულთანის მსოფლიო ჩემპიონატზე, 2019 წელს ლიცენზიები გენო პეტრიაშვილმა (125კგ) და ელიზბარ ოდიკაძემ (97კგ) მოიპოვეს, ხოლო 74 კილოში, ბუდაპეშტში, ტოკიოს საგზური ავთანდილ კენჭაძემ აიღო.
GIPHY App Key not set. Please check settings