ევრობასკეტის თბილისური ჯგუფის მე-3 ტური ბულგარეთისა და მონტენეგროს შეხვედრით დაიწყო. მატჩი საკმაოდ დაძაბულად წარიმართა და ბოლომდე ქულა-ქულაში მიდიოდა.
პირველი ტაიმი ბულგარეთმა 46:45 მოიგო. მესამე პერიოდში მონტენეგრომ პატარა გაქცევა გააკეთა, მაგრამ საშა ვეზენკოვის ბრწყინვალე თამაშით ბულგარეთმა შეძლო თამაშის დაქაჩვა. მიუხედავად ამისა, მონტენეგრომ ბოლო მომენტში დუბლიევიჩისა და რადოვიჩის ბრწყინვალე ქმედებებით შეძლეს შეხვედრის მოგება და მიმდინარე ევრობასკეტზე მეორე გამარჯვება მოიპოვეს.
მონტენეგროს შემადგენლობაში ყველაზე შედეგიანი ვლადიმირ მიჰაილოვიჩი იყო, რომელმაც 23 ქულა, 5 მოხსნა, 5 ასისტი მიითვალა. 16 ქულა, 6 მოხსნა და 1 ასისტი ჰქონდა ნემანია რადოვიჩს, ბოიან დუბლიევიჩი-17 ქულა, 8 მოხსნა, 1 ასისტი, იგორ დრობნიაკი-17 ქულა, 1 მოხსნა, 1 ასისტი და კენდრიკ დენარდ პერი-12 ქულა, 2 მოხსნა, 4 ასისტი.
ბულგარეთის ნაკრებში კვლავაც შეუჩერებელი იყო ალექსანდარ ვეზენკოვი – 26 ქულა, 8 მოხსნა და 2 ასისტი, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.
საბოლოოდ, 91:81 და მონტენეგრომ ევრობასკეტის პლეი-ოფისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა. ბულგარეთმა კი 3 მატჩი წააგო და სიტუაცია გაირთულა.
ვლადიმირ მიჰაილოვიჩი (მონტენეგრო): რთული თამაში გამოვიდა. მხოლოდ, ბოლოსკენ შევძელით უპირატესობის მოპოვება. მნიშვნელოვანი შეხვედრა მოვიგეთ. საქართველოსთან დაგვრჩა მატჩი. საქართველოს ნაკრების შეხვედრებზე როგორი ატმოსფეროცაა, ასეთ ატმოსფეროში თამაში დიდი სიამოვნებაა. ძალიან ძლიერი გუნდია + მაყურებლის დიდი მხარდაჭერა.
კენდრიკ დენარდ პერი (მონტენეგრო): ამ გამარჯვებით პლეი-ოფისკენ დიდი ნაბიჯი გადავდგით. საქართველოსთან მატჩში მოდუნება არ შეიძლება.
GIPHY App Key not set. Please check settings