ქართველი სპორტსმენი გინესის რკეორდსმენთა წიგნში მოხვდა. საუბარია მორაგბე ვასილ ლობჟანიძეზე.
გინესის რეკორდების ოფიციალურ საიტზე წერია, რომ ლობჟანიძე არის ყველაზე ახალგაზრდა მორაგბე, ვისაც მსოფლიო თასზე უთამაშია – 18 წლის და 340 დღის. ეს მოხდა 2015 წლის 19 სექტემბერს ინგლისში ჩატარებულ ჩემპიონატზე, ტონგას წინააღმდეგ, რომელიც საქართველომ 17:10 მოიგო.

ლობჟანიძე 1996 წლის 14 ოქტომბერს დაიბადა.
საქართველოს ნაკრებში ლობჟანიძეს დებიუტი 2015 წლის 7 თებერვალს ჰქონდა, როდესაც რაგბი ევროპაზე საქართველომ გერამანიას 64:8 მოუგო.
GIPHY App Key not set. Please check settings