in

ვან დეიკი ევრო 2020-ზე ვერ ითამაშებს

ევრო 2020 კარს მოგვადგა. ევროპის დიდ საფეხბურთო ფორუმს, რომელიც 11 ივნისს უნდა დაიწყოს, რამდენიმე ვარსკვლავი გამოაკლდება. უკვე ოფიციალურად, ევროპის ჩემპიონატზე ნიდერლანდების ნაკრებს ვირხილ ვან დეიკი ვერ დაეხმარება. 29 წლის ფეხბურთელი კვლავაც აღდგენით კურსს გადის ოპერაციის შემდეგ, რომელიც ოქტომბერში ჩაუტარდა მუხლის ჯვარედინი მყესების გაწყვეტის გამო.

“შვიდი თვის წინ მივიღე ტრავმა და უკან დასაბრუნებელი გზა ძალიან გრძელი აღმოჩნდა. როგორც ყოველთვის, ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ვიარო წინ. საქმეები კარგად მიდის, რეციდივი არ მქონია. ამ მომენტისთვის უნდა მივიღო გადაწყვეტილება: ვითამაშო თუ არა ევროზე. ყველა გარემოებისა და ჩემი ფიზიკური შეგრძნებების გათვალისწინებით, მივიჩნიე, რომ სწორი გადაწყვეტილება იქნება ტურნირის გამოტოვება და სეზონებს შორის შესვენებისას რეაბილიტაციის დასკვნითი ეტაპის გავლა. კონცენტრირებული ვიქნები კლუბთან ერთად მომზადებაზე და ეს არის ყველაზე რეალური მიზანი“, – განაცხადა ვან დეიკმა „ლივერპულის“ ოფიციალურ ვებგვერდზე.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ტოჩინოშინის მესამე მარცხი ნაცუ ბაშოზე

ვიდეო: აიაქსმა ჩემპიონის ტროფეი გადაადნო – 42 ათასმა ქომაგმა მისი ნაწილი მიიღო