in

ვამაყობ: დაამტკიცეს, რომ ბოლომდე ბრძოლა შეუძლიათ – საქართველო მაინც კმაყოფილია

საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატი მეორე ჯგუფურ ეტაპზე მეორე ტაიმი უშანსოდ წააგო გერმანიასთან – 73:100.

საქართველომ გერმანიასთან ვერაფერი გააწყო და დიდი ანგარიშით წააგო

მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თამაშისა და მარცხის შესახებ ისაუბრა.

ილიას ზუროსი:

„ვულოცავ გერმანიის ნაკრებს გამარჯვებას. მათ ჩვენზე უკეთ ითამაშეს, განსაკუთრებით მეორე ტაიმში. არ ვიცი, რა მოხდა. ინტენსიურად დავიწყეთ, შემდეგ მარტივი სროლები მივიღეთ, სამქულიანები ჩაგვიგდეს და თავდაჯერება შეემატათ. ეს ჩვენთვის პირველი მსოფლიო ჩემპიონატია და მაქსიმუმის გაკეთებას ვცდილობდით.

თამაშამდეც თორნიკე შენგელიას პრობლემა ჰქონდა, არ ვიყავით დარწმუნებულები ითამაშებდა თუ არა. ბოლო მომენტში სამედიცინო შტაბის წევრებმა მას მოედანზე გასვლის ნებას მისცეს, თუმცა კვლავ დაზიანება მიიღო. ვიმედოვნებ, სერიოზული არაფერია და თოკო ჯანმრთელად იქნება.

ვამაყობ ჩემი მოთამაშეებით, მათ იბრძოლეს ძალიან ათლეტური გუნდის წინააღმდეგ. ჩვენებმა დაამტკიცეს, რომ ბოლომდე ბრძოლა შეუძლიათ.

რაც შეეხება ავსტრალიასთან შეხვედრას, ამ გუნდს NBA-ის ცხრა მოთამაშე ჰყავს და მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ნაკრებია. ძალიან სწრაფები არიან და მარტივ კალათბურთს თამაშობენ, სასიამოვნოა მათი ყურება. მძიმე თამაში იქნება.

ჩვენ 16 საუკეთესო ნაკრებს შორის გავედით, რაც ოლიმპიური თამაშების საკვალიფიკაციო ეტაპზე გასვლას ნიშნავს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. დიდი შანსია, პარიზის ოლიმპიადაზე ვითამაშოთ, რაც ყველას ოცნებაა“, – განაცხადა ილიას ზუროსმა.


პრესკონფერენციას დაესწრო ნაკრების ვიცე-კაპიტანი გიორგი შერმადინიც:

„პირველ ტაიმში კარგად ვითამაშეთ და მხოლოდ ორი ქულით ჩამოვრჩით მეტოქეს. მეორე ნახევარში ბევრი შეცდომა გვქონდა. გერმანია მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტია და მედლისთვის შეუძლია ბრძოლა.

კიდევ ერთი თამაში დაგვრჩა ჩასატარებელი და წარმატებისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. მსოფლიო პირველობაზე თამაში განსხვავებული გამოცდილებაა. აქ პირველად ვართ, გავიარეთ პირველი ჯგუფური ეტაპი, რაც უმთავრესი მიზანი იყო და ბედნიერები ვართ.

საქართველოს ნაკრების აქ ყოფნა ძალიან ბევრს ნიშნავს. მთელი საქართველო გვიყურებს და მხარს გვიჭერს“.

საქართველოსა და ავსტრალიის შეხვედრა 3 სექტემბერს, 11:30 საათზე დაიწყება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

საქართველომ გერმანიასთან ვერაფერი გააწყო და დიდი ანგარიშით წააგო

საქართველოს ნაკრებს ტოტენჰემის, ბაიერის, ბეტისის ყოფილი მწვრთნელი შეუერთდა