in ,

ვალენსია მამარდაშვილს პარასკევს გამოისყიდის

საქართველოს ნაკრებისა და ესპანური “ვალენსიას” მეკარის გიორგი მამარდაშვილის კონტრაქტს ესპანური კლუბი პარასკევს გამოისყიდის.

ჩვენი ექსკლუზიური ინფორმაციით, “ღამურებმა” გადაწყვეტილება უკვე მიიღეს და მამარდაშვილს რამდენიმე წლიან კონტრაქტს გაუფორმებენ.

როგორც წყარო გვიყვება, კონტრაქტი აქამდეც უნდა გაფორმებულიყო, მაგრამ “ვალენსიაში” კორონავირუსია, რის გამოც კლუბის მენეჯმენტში მუშაობის საგანგებო რეჟიმზე არიან გადასულები და ის პარასკევს აუცილებლად გაფორმდება.

მამარდაშვილი ამჟამად თბილისის “დინამოს” საკუთრებაა და “ვალენსიას” “დინამოსთვის” 800 000 ევროს გადახდა მოუწევს.

ახალგაზრდა ქართველი მეკარე ესპანურ კლუბს ზაფხულში შეუერთდა და “ვალენსიაში” ლა ლიგის ეგიდით გამართულ 6 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, საიდან ორ შემთხვევაში კარი მშრალად შეინახა.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ზურიკოს გოლი საუკეთესოებში

თოკო საუკეთესო იყო, მაგრამ ცსკა მაინც დამარცხდა