პაუზის შემდეგ განახლებული ლა ლიგის მე-20 ტურში „ვალენსია“ სტუმრად ჩავიდა „კადისთან“ და 4:1 მოუგო. მართალია ანგარიში სოლიდურია, მაგრამ მთლად ასეც არ ყოფილა საქმე, რომ ვალენსიელებმა მარტივად გაიმარჯვეს. ბოლო ორი გოლი მსაჯის მიერ წამატებულ დროში გაიტანეს, როდესაც წინ წასული მეტოქე კონტრშეტევაზე გამოიჭირეს.
მამარდაშვილმა ტრადიციულად სრულად ითამაშა და კარგადაც. ის გოლი კი პენალტზე მოდის, რომელიც VAR-ის ნახვის შემდეგ დაინიშნა. გიორგიმ კუთხე ვერ გამოიცნო და ანგარიში გათანაბრდა (21-ე წთ).
მამარდა საქმეში სერიოზულად პირველად 41-ე წუთზე ჩაერთო, როდესაც ნახტომში მოიგერია საჯარიმოში მყოფი მეტოქის დარტყმული.
გიორგიმ კიდევ რამდენჯერმე გადაარჩინა გუნდი.
მსაჯის მიერ წამატებულ დროში კი, დროის გაყვანის გამო, ყვითელი ბარათი მიიღო.
მამარდას შეფასებებია საკმაოდ კარგია: Flashscore – 6.9; Whoscored – 6.8; Sofascore – 7.4.
კადისი – ვალენსია 1:4
გოლები: 0:1 დურო (8), 1:1 ალკარასი (21, პენ), 1:2 დიეგო ლოპესი (52), 1:3 გერა (90+4), 1:4 ვასკესი (90+8)
აღსანიშნავია, რომ „ვალენსიამ“ ჩემპიონატში ზედიზედ სამი მატჩი მოიგო და ბუნებრივია სატურნირო ცხრილში პოზიცია გამოისწორა. ახლა გუნდს 29 ქულა აქვს და ევროზონამდე სულ რაღაც 3 ქულა აშორებს. მომდევნო შეხვედრა „ვალენსიას“ შინ აქვს 20 იანვარს ძალიან კარგ ფორმაში მყოფ და ზედიზედ 4 მატჩის მომგებ ბილბაოს „ატლეტიკთან“, რომელიც მე-3 ადგილზეა.
GIPHY App Key not set. Please check settings