Crystalbet ეროვნული ლიგის მე-7 ტურის შეხვედრაში ანდრეი დემჩენკოს გორის “დილამ” მიხეილ მესხის სახელობის სათადარიგო სტადიონზე ლიგის აუტსაიდერი თბილისის “ლოკომოტივი” 3:0 დაამარცხა და სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზე აღზევდა.
მატჩის მესამე გოლი თბილისელთა კარში ვაგნერ გონსალვეშმა გაიტანა, რომელიც ნამდვილად ზღაპრული სილამაზის იყო და ეს გოლი 2022 წლის ფიფას დაჯილდოებაზე პუშკაშის პრიზისთვის ბრძოლაში ერთ-ერთი პრეტენდენტი იქნება. ვაგნერის გოლი ფიფამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
GIPHY App Key not set. Please check settings