in

ეს უპირატესობა თბილისში აღარ გვექნება: ასტანამ დაცვას უნდა მიხედოს

დღეს “დინამო არენაზე” საქართველოს ჩემპიონი თბილისის „დინამო“ ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩში ყაზახეთის „ასტანას“ უმასპინძლებს. საგარეო 1:1-ის შემდეგ ჩვენი შანსები მშვენივრად მოჩანს, თუმცა წარმატების იმედი ბუნებრივია ჩვენს მეტოქესაც აქვს. „ასტანამ“ ევროპული დონის „დინამოს“ გაზონზე ივარჯიშა, რასაც თავისი ხელოვნურსაფარიანი მოედნის გამო მიჩვეული არ არის. აი რა თქვა ჩვენმა მეტოქემ.

ხელისშემშლელი ფაქტორები აღარ გვაქვს: ერთად დავამარცხოთ ასტანა

გრიგორი ბაბაიანი („ასტანას“ მთავარი მწვრთნელი):
„პირველი მატჩის შემდეგ გავაანალიზეთ თუ როგორი მეტოქე გვყავს. საშინაო შეხვედრაში უპირატესობა გვქონდა, მაგრამ ეს უპირატესობა თბილისში აღარ გვექნება. დავიმატეთ ფეხბურთელები, რომელთაც შეთამაშება სჭირდებათ. ვარჯიშის შემდეგ გადავწყვეტ, ვინ დაიწყებს სასტარტოში. თუ გვინდა, რომ შემდეგ ეტაპზე გავიდეთ, დაცვას უნდა მივაქციოთ ყურადღება და 200 %-ით დავიხარჯოთ. შანსები კი მატჩის წინაც თანაბარია“.

ელხან ასტანოვი:
„დინამო“ ძალიან კარგი იყო ყაზახეთში. მოწინააღმდეგე გუნდიდან უსმანე კამარას გამოვყოფდი. ფაქტია, ჩვენთვის თბილისში თამაში უფრო რთული იქნება, ვიდრე ასტანაში“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ხელისშემშლელი ფაქტორები აღარ გვაქვს: ერთად დავამარცხოთ ასტანა

ლუკა პარკაძეს ბაიერნი იჯარით ავსტრიაში უშვებს