გიორგი მიქაუტაძის შესანიშნავი თამაში და შედეგი ლიგა 2-ში უყურადღებოდ არ დარჩენიათ და საკმაოდ ბევრ გუნდზე ითქვა ქართველი ფორვარდის დაინტერესებაზე. მაგრამ ბოლო სიახლე სულ სხვა კატეგორიიდანაა – „მილანი“.
თან საქმე მარტო დაინტერესებაში როდია, იტალიურმა გრანდმა „მეცს“ უკვე მიმართა.
მილანელები მზად არიან, ფეხბურთელის სანაცვლოდ 10 მილიონი ევრო გადაიხადონ. „მილანის“ ტექნიკური დირექტორი პაოლო მალდინი რამდენჯერმე ესაუბრა თავად ფეხბურთელსა და მის გარემოცვას. ამბობენ, რომ ტრანსფერის ინიციატორი სწორედ მილანური კლუბის ლეგენდაა.
ითქვა ისიც, რომ შესაძლოა „მილანმა“ ფეხბურთელი იყიდოს და 1 წლით „მეცში“ დატოვოს იჯარით, ოღონდ იმ შემთხვევაში თუ „მეცი“ ლიგა 1-ში დაწინაურდება (ამის შანსი დიდი არ არის).
შეგახსენებთ, „მილანის“ გარდა, მიქაუტაძის ტრანსფერით სერიოზულად არის დაინტერესებული ინგლისური „ბარნლი“, რომელიც მომავალ სეზონში პრემიერლიგაში ითამაშებს.
22 წლის მიქაუტაძე ლიგა 2-ის სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელების ერთ-ერთი კანდიდატია. მან ყველა ტურნირზე ჩატარებულ 36 მატჩში 24 გოლი გაიტანა და 8 საგოლე პასი გააკეთა.
GIPHY App Key not set. Please check settings