მიუნხენის „ბაიერნმა“ ბუნდესლიგის კლასიკაში დორტმუნდის „ბორუსია“ მიიღო და ულაპარაკოდ მოუგო – 4:2.
მე-13 წუთზე დორტმუნდელთა მეკარე გრეგორ კობელმა კურიოზული ბურთი გაუშვა. მოედნის ცენტრიდან უპამეკანომ ალბათ პასი გააკეთა საჯარიმოსკენ, წინ გამოსულმა კობელმა კი ბურთს ფეხი ააცილა და გოლიც გავიდა. 5 წუთში კი 5-წუთიანი ინტერვალით ტომას მიულერმა დუბლი შეასრულა. მეორე ტაიმის დასაწყიში კინგსლი კომანმა ანგარიში გამანადგურებელი გახადა.
„ბაიერნმა“ 55 ქულა დააგროვა, 53-ქულიან „ბორუსიას“ გადაასწრო და ცხრილში პირველი ადგილი გაუცვალა.
ბაიერნი – ბორუსია დ 4:2 (3:0, 1:2)
1:0 – 13, უპამეკანო, 2:0 – 18 მიულერი, 3:0 – 23 მიულერი, 4:0 – 50 კომანი, 4:1 – 72, ჯანი, პენალტით, 4:2 – 90 მალენი.
ეს გახლდათ სადებიუტო მატჩი ტომას ტუხელისთვის ბავარიელთა მთავარი მწვრთნელის პოსტზე.
„ეს იყო კარგი პირველი ნაბიჯი. თამაში ველური გამოვიდა. ჩვენ მეტი დომინირება და კონტროლი გვსურდა. მთელი თამაში არააკურატული იყო, ბევრჯერ დავკარგეთ ბურთი.
ჯერ კიდევ უნდა გავიზარდოთ. ამოცანის შესრულებისთვის მზადყოფნა 100%-იანი იყო. ეს არის მთავარი.
როდესაც მშვიდად ვთამაშობდით, უმაღლესი კლასის მომენტებს ვქმნიდით. ახლა პირველზე ვართ და ეს სიმშვიდეს და თავდაჯერებას მოგვიტანს“, – განაცხადა მატჩის შემდეგ ტუხელმა.
„ბაიერნმა“ გააგრძელა წაუგებელი სერია „ბორუსიასთან“. ბოლოს დორტმუნდელებმა რეკორდმაისტერი 2019 წლის 3 აგვისტოს დაამარცხეს გერმანიის სუპერთასზე. მას შემდეგ „ბაიერნმა“ 9-ჯერ მოიგო და 1-იც ფრედ დასრულდა. აქედან 8 მატჩში ბავარიელებმა 3 და მეტი გოლი გაიტანეს.
შეწყდა „ბორუსიას“ დაუმარცხებელი სერია ბუნდესლიგაში. დორტმუნდელებმა პირველად წააგეს ბოლო 11 მატჩში. აქამდე იყო 9 მოგება და 1 ფრე.
GIPHY App Key not set. Please check settings