„ნაპოლის“ პრეზიდენტმა ისეთი კაცი მიიყვანა გუნდში, რომელსაც ნაკლებად ელოდნენ. არ გამართლდა არცერთი მეტ-ნაკლებად სავარაუდო კანდიდატი და გუნდს მომდევნო სეზონში რუდი გარსია უხელმძღვანელებს. ფრანგმა სპეციალისტმა უკვე გააკეთა პირველი მოკლე კომენტარი:
ნაპოლიმ გადაწყვიტა: რუდი გარსია
„ძალიან დიდი სიამოვნებაა „ნაპოლის“ პროექტში ჩართვა, ისევე, როგორც დიდი სიამოვნებაა იტალიაში დაბრუნება. ამავდროულად ეს ძალიან დიდი მოტივაციაა, იმაზე მეტიც კი, ვიდრე ოდესმე მქონია. შესაბამისად მაქვს ამბიციაც, უფრო მაღალ დონეზე ავიყვანო „ნაპოლი“, – ამბობს გარსია, რომელაც ფანები ცოტა სკეპტიკურად შეხვდნენ. სოციალურ ქსელებში მაინც და მაინც სასიამოვნო კომენტარები არ არის. აი ზოგიერთი:
- იმედია, ეს ხუმრობაა.
- წარმოუდგენელია, არ შეიძლება ეს სიმართლე იყოს.
- რომას ყოფილი მწვრთნელი? კარგად ჟღერს.
- ალბათ, უბრალოდ ხუმრობაა.
- მადლობა კრიშტიანო რონალდოს!.
შეგახსენებთ, ბოლოს რუდი გარსია „ალ ნასრის“ წვრთნიდა, თუმცა არადამაკმაყოფილებელი შედეგებისა და ზოგიერთი წყაროს ინფორმაციით,
კრიშტიანო რონალდოსთან კონფლიქტის გამო გაუშვეს.
რუდი გარსია იტალიაში უკვე მუშაობდა, ის „რომას“ ედგა სათავეში და არ ჰყოლია ცუდი გუნდი. მეტიც, გარსიას „რომა“ შესაძლოა ჩემპიონიც გამხდარიყო, რომ არ იმ სეზონში „იუვენტუსის“ გიჟური თამაში. რომაელებმა 85 ქულა დააგროვეს, მაგრამ „იუვემ“ 33 მატჩი მოიგო. „რომამ“ საოცრად დაიწყო ის პირველობა – 10 მატჩდან 10 მოიგო.
მეორე სეზონი ჩემპიონთა ლიგასთან უნდა შეეთავსებინა. ლიგა კარგად დაიწყო (ცსკა-სთან 5:1 მოგება, მაგრამ მეტი ვეღარ შეძლო და მე-3 ადგილი). ჩემპიონატში 10 მოგება 13 მატჩში, მერე უცნაური სერია – 8 ფრე 9 მატჩში, მოკლედ, ისევ მე-2 ადგილი სერია ა-ში.
აი მესამე სეზონი კი არ გამოვიდა. თუმცა რაღაცნაირად ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში გავიდა 6 ქულით. იანვარში გარსია გაუშვეს, თუმცა ყველაფრის ერთად თუ ავიღებთ, ნახევარი მოგებული ჰქონდა – 61 მატჩი 118-დან.
გარსიას წასვლის შემდეგ „რომა“… ლუჩანო სპალეტიმ ჩაიბარა.
GIPHY App Key not set. Please check settings