სერია ა-მ სეზონის MVP-ს წოდებაზე ამპლუების მიხედვით ნომინანტები დაასახელა.
თითო პოზიციაზე 3-3 ფეხბურთელიდან აარჩევენ.
ჩვენთვის საინტერესო და გასაკვირია, რომ კანდიდატებში ხვიჩა კვარაცხელია არ არის, მაგრამ… ჩვენიანი რჩება მთლიანად სეზონის MVP-ს კანდიდატად და არ არის გამორიცხული მიიღოს კიდეც ეს აღიარება. საუკეთესოს 2 ივნისს გამოაცხადდებენ.
გასული სეზონის MVP „მილანის“ შემტევი რაფაელ ლეაო გახდა.
შეგახსენებთ, ხვიჩა 3-ჯერ გახდა თვის საუკეთესო მოთამაშე, რაც ტურნირის არსებობის ისტორიაში საუკეთესო შედეგია.
საუკეთესო მეკარე
ივან პროვედელი („ლაციო”), მიკელე დე გრეგორიო („მონცა”), ლუკაშ სკორუპსკი („ბოლონია”).
საუკეთესო მცველი
ჯოვანი დი ლორენცო („ნაპოლი“), ტეო ერნანდესი („მილანი”), კიმ მინ-ჯე („ნაპოლი“).
საუკეთესო ნახევარცველი
ადრიენ რაბიო („იუვენტუსი”), სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი („ლაციო”), ნიკოლო ბარელა („ინტერი“)
საუკეთესო თავდამსხმელი
რაფაელ ლეაო („მილანი”), ლაუტარო მარტინესი („ინტერი”), ვიკტორ ოსიმენი („ნაპოლი“).
საუკეთესო 23-წლამდელი
ტომაზო ბალდანცი („ემპოლი”), ნიკოლო ფაჯოლი („იუვენტუსი”), ჯორჯო სკალვინი („ატალანტა“).
GIPHY App Key not set. Please check settings