Goal.com-მა „ოქროს ბურთის“ ფავორიტების რეიტინგი განაახლა.
მთავარ პრეტენდენტად დარჩა ლეო მესი.
სამეულში ასევე არიან ერლინგ ჰოლანდი და კილიან მბაპე.
მოგეხსენებათ, აქამდე ათეულში მუდმივად იყო ხვიჩა კვარაცხელიაც (საუკეთესო პოზიცია მე-6 ადგილი), ახლა კი ჩვენიანი აღარ შეიყვანეს 10 პრეტენდენტში. არადა, სწორედ ახლახან დაასახელეს ქართველი სერია ა-ს საუკეთესო ფეხბურთელად და ასეთ დროს გამოყვანა ათეულიდან გასაკვირია. მით უმეტეს, დარჩა კვარას თანაგუნდელი ოსიმენი.
ქართველი ფეხბურთელი კი „სიტის“ ორმა წევრმა შეავიწროვა – გიუნდოგანი შემოვიდა ათეულში, ხოლო ჩემპიონთა ლიგის ფინალში გადამწყვეტი გოლის ავტორი როდრი პირველად შეიყვანეს სიაში.
ტოპ-10 ახლა ასე გამოიყურება:
- ლეო მესი (პსჟ/„ინტერ მაიამი“, დარჩა იმავე ადგილზე)
- ერლინგ ჰოლანდი („სიტი“, დარჩა იმავე ადგილზე)
- კილიან მბაპე (პსჟ, დარჩა იმავე ადგილზე)
- ვინისიუსი („რეალი“, დარჩა იმავე ადგილზე)
- კევინ დე ბრუინი („სიტი“, დარჩა იმავე ადგილზე)
- ილქაი გიუნდოგანი („სიტი“, მანამდე – მე-11)
- ვიქტორ ოსიმენი („ნაპოლი“, მანამდე – მე-6)
- როდრი („სიტი“, ახალწვეული სიაში)
- რობერტ ლევანდოვსკი („ბარსელონა“, დარჩა იმავე ადგილზე)
- ხულიან ალვარესი („სიტი“, დარჩა იმავე ადგილზე)
GIPHY App Key not set. Please check settings