in

ეს იყო იდეალური მოგზაურობა და სიამოვნებით გავიმეორებდი: ფედერერმა ბოლო მატჩი ითამაშა და ცრემლებით წავიდა

როჯერ ფედერერი ახლა უკვე მართლლა წავიდა. ჩოგბურთის კი არა, ზოგადად სპორტის ისტორიის ლეგენდა და ამიერიდან მისი განუყოფელი ნაწილი გულშემატკივრებს საკუთარი გამოსვლით ვეღარ გაახარებს. თუმცა მას იმდენი სიამოვნება მიუნიჭებია ხალხისთვის, ესეც სამუდამოდ დარჩება.

ლეგენდარულმა შვეიცარიელმა კარიერაში ბოლო მატჩი ჩაატარა. მან და ესპანელმა რაფაელ ნადალმა ლეივერის თასზე წყვილთა შეხვედრაში ამერიკელებთან ჯეკ სოკთან და ფრენსის ტიაფოსთან წააგეს – 6:4, 6:7(2), 9:11.

ფედერერმა გულშემატკივრებს გამოსათხოვარი სიტყვით მიმართა, რომლის დროსაც ცრემლები ვერ შეიკავა (ნადალმაც იტირა).

„ეს შესანიშნავი დღეა. თავს ბედნიერად ვგრძნობ და არ ვარ მოწყენილი. ისევ სიამოვნებით შევიკარი თასმები ფეხსაცმელზე. ყველაფერი ბოლოჯერ ხდებოდა.

რადგან გვერდით ეს ბიჭები, ნათესავები და მეგობრები მეგულებოდნენ, დიდად სტრესი არ მიგრძვნია, მაგრამ მქონდა შიში, რომ რამეს დავიზიანებდი. მიხარია, რომ ბოლომდე ვითამაშე. ყველაფერი საოცარი იყო.

რა თქმა უნდა, რაფასთან ერთად თამაში, ასეთი ბიჭებისა და ლეგენდების გვერდით ყოფნა… როდ ლეივერი, სტეფან ედბერგი, მადლობა…
გუნდთან ერთად გემშვიდობებით. ყოველთვის ვგრძნობდი, რომ გუნდური მოთამაშე ვარ.

მადლობა ჩემს გუნდს. რომელიც მთელი ეს დრო ჩემთან იყო. მადლობა ენდის, ტომასს, ნოვაკს, მატეოს, სტეფანოსს, რაფასა და კასპერს. და, რა თქმა უნდა, მოწინააღმდეგე გუნდს.

მაქვს შეგრძნება, რომ ეს ზეიმია. სწორედ ეს მჭირდებოდა და ასეც გამოვიდა. ბედნიერი ვარ, რომ მომიწია ჩოგბურთის თამაში და მეგობრებთან ერთად დროის გატარება. ეს იყო იდეალური მოგზაურობა და მე მას სიამოვნებით გავიმეორებდი.

მადლობა ყველას. რამდენი ადამიანი მიჭერდა მხარს და ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია“.

მირკას (როჯერის ცოლი) შეეძლო უფრო ადრე გავეჩერებინე. მაგრამ ეს არ გააკეთა. ის ძალას მმატებდა და თამაშის საშუალებას მაძლევდა. ეს საოცრებაა. მადლობა“.

ნადალი: “ფედერერის წასვლით ჩემი მნიშვნელოვანი ნაწილიც წავიდა მასთან ერთად”.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ხვიჩამაც ხომ იგივე გააკეთა: აი ეს არის გუნდურობა – რას ამბობენ ბიჭები

სადაც ხვიჩაა, იქ წაგებას რა უნდა: კვარაცხელია მარტო ჰოლანდს ჩამორჩება და რუსეთის მერე აღარ აგებს