in

ეს ის არ არის: ახალგაზრდულმა საქართველომ ნიდერლანდებს ვეღარ გაუქაჩა

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ნიდერლანდების ნაკრებთან დამარცხდა – 0:3.

ეს იყო ჯგუფის ლიდერების შეხვედრა, თუმცა უნდა ითქვას, რომ ჩვენ აქამდე შედარებით სუსტ მეტოქეებს მოვუგეთ: თბილისში გიბრალტარი 2:0 დავამარცხეთ და სტუმრად მოლდოვა 1:0. მეტოქემ კი მოლდოვასა (3:0) და ჩრდილოეთ მაკედონიას (2:0) აჯობა და ახლა ბათუმში მესამე გამარჯვებაც მიაყოლა.

დიდი ხანი არ გასულა, რაც საქართველოს და ნიდერლანდების ახალგაზრდული ნაკრებების შეხვედრა გაიმართა ევროპის ჩემპიონატზე და ეს თამაში ქართველ გულშემატკივარს წლები ემახსოვრება (1:1 და ჯგუფში პირველი ადგილი). თუმცა ის სულ სხვა იყო და ეს, დღევანდელობა აღარ ჰგავს რამდენიმე თვის წინანდელს. მაშინ ჩვენს გუნდში ეროვნული ნაკრების ბევრი ფეხბურთელი თამაშობდა და შესაბამისად მეტი შანსი იყო. ეს ბიჭები კი ახლა იწყებენ და ყველაფერი წინ აქვთ. ფავორიტი მეტოქე იყო და ეს დამტკიცდა კიდეც.

ჩვენმა გუნდმა თამაში კარგად დაიწყო და ანგარიშის გახსნის რეალური შანსიც ჰქონდა. მე-15 წუთზე მცველებს შორის გამძვრალ გიორგი კვერნაძეს მეკარემ აჯობა, გიორგი მაისურაძემ კი ბურთი ძელს მოარტყა.

ნიდერლანდელებმა კი პირველივე შანსი გამოიყენეს. კუთხურიდან მოწოდებულზე ყველას მცველმა ბიორნ მეიერმა აჯობა და თავით ბურთი ბადეში გაახვია.
ცოტა ხანში მეტოქეს მეორე გოლის გატანა შეეძლო, მაგრამ პროპერმა ბურთი ძელს გაარტყა. ტაიმის დასასრულს საქართველოს ნაკრები მეკარე ხარატიშვილმა
გადაარჩინა, ხოლო პირველი ტაიმის წამატებულ დროში მეორე გოლის გატანა ისევ მეიერმა მოახერხა და თავისიანები მშვიდი ანგარიშით გაიყვანა შესვენებაზე.

მეორე ტაიმიდან მოედანზე ლაშა ოდიშარია და ირაკლი ეგოიანი შევიდნენ. თუმცა მდგომარეობის გამოსწორება მაინც ვერ მოხერხდა და კიდევ ერთი გოლი აქეთ გავუშვით: შეტევა გოლამდე ლიეჟის „სტანდარტის“ თავდამსხმელმა ნოა ოჰიომ მიიყვანა.
ჩვენები პრესტიჟის გოლის გატნას შეეცადნენ. 64-ე წუთზე ოდიშარიამ ვერ გაიტანა, მერე კი აქტიური მამაცაშვილის დარტყმულს მეკარე დაეუფლა.

საქართველოს ნაკრები ჯგუფში პირველი მარცხის შემდეგ 6 ქულით მე-2 ადგილზე დარჩა.
მომდევნო მატჩს საქართველო 17 ოქტომბერს შვედეთის წინააღმდეგ გამართავს. ეს შეხვედრაც ბათუმში გაიმართება.

ევრო 2025. U21. საკვალიფიკაციო მატჩი. C ჯგუფი

საქართველო – ნიდერლანდები 0:3
12.10. ბათუმი. აჭარაბეთ არენა
გოლები: 0:1 მეიერი (26. ჰანსენის პასით), 0:2 მეიერი (45+1. ჰანსენის პასით), 0:3 ოჰიო (57. ვან ბომელის პასით)

საქართველო: ხარატიშვილი, გ. მამაგეიშვილი (46. ოდიშარია), მაისურაძე, ხვადაგიანი, გოგლიჩიძე, მამაცაშვილი, ლ. გაგნიძე (70. მორჩილაძე), ლომინაძე, ოსიყმაშვილი (46. ეგოიანი), ო. მამაგეიშვილი (86. ოგბაიძე), კვერნაძე (76. იობაშვილი)
სათადარიგოები: თანდილაშვილი, ბაგრატიონი, ლაცაბიძე, ოგბაიძე, რუხაძე
მწვრთნელი: რამაზ სვანაძე

ნიდერლანდები: რაასტიე, რენში, ფლამინგო (78. კასანვირიო), ჰატო, მეიერი (55. სალაჰ-ედინი), პროპერი, ვან ბომელი (77. რეგეერი), ტეილორი, ჰანსენი (69. მანჰუფი), ვან ბროდეროდე, ოჰიო (69. პოკუ)

გაფრთხილება: გოგლიჩიძე (35), მამაცაშვილი (40), ლომინაძე (90+5)

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კრიშტიანოს მომენტი: რონალდოს ყველაზე მეტად გააქვს გოლები და მესისაც უსწრებს, პელესაც და კიდევ ბევრ ვარსკვლავს

საქართველოს რეკორდები: გვიხარია, მაგრამ ვისთან… 8:0 და ისტორიული გამარჯვება