საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების გამოვარდნამ ევროპის ჩემპიონატიდან და მოლოდინის გაუმართლებლობამ ძალიან დაწყვიტა გული გულშემატკივრებსაც და თავად ფეხბურთელებმაც ძალიან განიცადეს. ბიჭები ცრემლებსაც ვერ იკავებდნენ.
ცრემლიანი საქართველო: ასეთების დრო აუცილებლად მოვა – ფოტო
ზურიკო დავითაშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა.
„ქართველი ხალხის ერთიანობა, რომელიც ამ დღეების განმავლობაში ჩვენს გარშემო იყო, ნამდვილად სამაგალითოა და დღის ასეთი დასასრული არაა ის, რაც თქვენ დაიმსახურეთ.
საფინალო სასტვენი, ხალხის იდენტური რაოდენობა ტრიბუნებზე და საოცარი მხარდაჭერა მუდამ დარჩება ჩემს გონებაში. მადლობა არის ძალიან სუსტი სიტყვა, რაც გულშემატკივრებისადმი ჩემს და გუნდის მადლიერებას გამოხატავს…
ახლა კი საჭიროა თავი ავწიოთ და წინ ვიყუროთ. იქ, სადაც მომავლის ლამაზი დღეები ერთად უნდა შევქმნათ“.
ეს თვალცრემლიანი ბიჭები მეტს იმსახურებდნენ: მადლობა ყველას, კიდევ გაგახარებთ
კომენტარი გააკეთა ნაკრების კაპიტანმა ანრი მექვაბიშვილმა:
„მინდა გუშემატკივარს მადლობა გადავუხადო. მთელი თამაში არ გაჩერებულან და მხურვალედ გვქომაგობდნენ. ვფიქრობ, ამ მოკლე პერიოდში საქართველო გაერთიანდა ამ ნაკრების გარშემო და ეს მახარებს, მაგრამ, მეორე მხრივ წავაგეთ და მთელი გუნდი ძალიან დამწუხრებულია.
ბიჭებს, მინდა, მადლობას გადავუხადო, თავდაუზოგავად იბრძოლეს, თუმცა პენალტების სერია ლატარიაა, თამაშის დროს ბევრი შანსი გვქონდა, მაგრამ იღბალი დაგვაკლდა და დავმარცხდით.
ვფიქრობ, საქართველოს ნაკრებს ნათელი მომავალი აქვს. რა თქმა უნდა, შანსი კიდევ გვექნება. მინდა, ამ გუნდთან ერთად დიდი დრო გავატარო და ქართველი გულშემატკივარი გავახაროთ“.
GIPHY App Key not set. Please check settings