ქართული ფეხბურთის იმედის ხვიჩა კვარაცხელიას მშვენიერ გოლს, რომელიც მან ქუთაისის “ტორპედოს” გაუტანა, იტალიურ მედიაში არაერთი გამოხმაურება მოყვა.
napolipiu ხვიჩას გოლზე შემდეგ კომენტარ აკეთებს.
“საქართველოს ჩემპიონატის ბოლო ტურის შეხვედრაში ბათუმის “დინამომ” ქუთაისის “ტორპედო” 3:0 დაამარცხა. ბოლო გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა. გოლი ქართველმა შორეულ კუთხეში, ინსინიეს სტილში, გაიტანა. ეს გოლი მის თვისებებზე მეტყველებს. ხვიჩას მარჯვენა ფეხი ძალიან ძლიერი აქვს. მისი საყვარელი პოზიცია მარცხენა გარემარბია, მაგრამ მარჯვნივაც შეუძლია თამაში. მას შეუძლია ფლაგზე დრიბლინგებით მომენტის შექმნა და ამიტომაც მიიჩნევა ინსინიეს მემკვიდრედ. რა თქმა უნდა, იტალიის სერია ა-სთან შეგუება გაცილებით რთული იქნება, ვიდრე საქართველოს და რუსეთის ჩემპიონატთან, მაგრამ მას აქვს პოტენციალი და “ნაპოლის” ქომაგები იმედიანად უნდა იყვნენ”, – წერს იტალიური გამოცემა.
ხვიჩა კვარაცხელიას ბათუმის “დინამოს” შემადგენლობაში 3 გოლი და 1 საგოლე პასი აქვს.
GIPHY App Key not set. Please check settings