საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა კოსოვოსთან და ესპანეთთან მარცხების შემდეგ, ამხანაგური შეხვედრა ბულგარეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართა და მორიგი უსახური, სამარცხვინო მატჩი ჩაატარა. “ჯვაროსნები” ბულგარელებთან 1:4 განადგურდნენ.
სირცხ(ვილი): ქართულ ფეხბურთს არხევს ქარი-სამარცხვინო სანაკრებო პაუზა
საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში დებიუტი ჰქონდა ესპანური “ვალენსიას” მეკარეს გიორგი მამარდაშვილს. ლა ლიგაში ჩინებული თამაშების შემდეგ, 20 წლის მეკარეს ნაკრებში დებიუტი კარგი არ გამოუვიდა. საკუთარ კარში 4 ბურთი მიიღო, მაგრამ ჩვენი გუნდის დაცვა იმდენად კატასტროფული იყო, რომ რომელიმე გაშვებულ გოლში მამარდაშვილის დადანაშაულება რთულია.
მამარდაშვილის ნაკრებში დებიუტის შესახებ ესპანური “მარკა წერს.
“გიორგი მამარდაშვილი ელიტარულ სპორტულ კარიერაში მორიგ ნაბიჯებს დგამს. ოთხშაბათს მისი დებიუტი საქართველოს მთავარ გუნდში შედგა. 20 წლის ასაკში “მესტალიურ” გუნდში თავის გამოჩენა ქართველების მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლისთვის შეუმჩნეველი არ გამოდგა. გიორგის კარგი დებიუტი ვერ ექნებოდა, რადგან შეუცვლელად ჩატარებულ თამაშში საქართველო ბულგარეთთან 1:4 დამარცხდა,” – წერს Marca.
GIPHY App Key not set. Please check settings