20 წლის ქართველ მეკარეს გიორგი მამარდაშვილს კარიერაში საუკეთესო დრო უდგას. თბილისისის “დინამოდან” “ვალენსიის” სარეზერვო გუნდისთვის წასული კიპერი ლა ლიგის პირველ ორ ტურში მთავარი გუნდის სასტარტოში ვიხილეთ და “ხეტაფესთან” პირადად მან მოუტანა თავის გუნდს ქულა. მიუხედავად იმისა, რომ ნიდერლანდების ნაკრების მეკარე იასპერ სილესენი მომჯობინდა, მეორე ტურშიც მამარდა ვიხილეთ კარში. ესპანური მედია წერს, რომ ამით ხოსე ბორდალასმა მეკარესთან დაკავშირებით მომავალი დაგეგმა და ქართველი ტალანტი, რომელიც სანიოლმა ნაკრებშიც გამოიძახა, “ვალენსიას” პირველი მეკარე იქნება.
” მამარდაშვილი ვილი სანიოლის სიაშია, ის ერთ-ერთი გოლკიპერია სამიდან და შესაძლოა, 2 სექტემბერს კოსოვოსთან, ან 5-ში ესპანეთის ნაკრებთან ითამაშოს. ეს არის სეზონის შესანიშნავი სტარტის ბწყინვალე გაგრძელება ახალგაზრდა მეკარისთვის. ქართველს კარიერაში საუკეთესო დრო უდგას – “მამა” გუნდში მივიდა, როგორც სარეზერვო გუნდის, მესტალიას გოლკიპერი, მაგრამ ახლა თავი დაიმკვიდრა “ღამურების” სასტარტო შემადგენლობაში. ბორდალასმა ის ლა ლიგის პირველ ორ ტურში სასტარტოში დააყენა და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამით მომავალი დაგეგმა. დიდი ალბათობით გიორგი მომდევნო მატჩებშიც ძირითად შემადგენლობაში იქნება. “, – წერს “სუპერ დეპორტესი”.
შეგახსენებთ, გიორგი მამარდაშვილის შესახებ კომენტარი “ვალენსიას” და ესპანეთის ნაკრების ყოფილმა მეკარემ სანტიაგო კანისარესმაც გააკეთა და ქართველის მისამართით საქებარი სიტყვები არ დაიშურა.
“ვალენსია” ლა ლიგაში მომდევნოატჩს 28 აგვისტოს “მესტალიაზე” ჩაატარებს და “ალავესს” დაუპირისპირდება.
GIPHY App Key not set. Please check settings