ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩის წინ ლიფტში გაიჭედა და კოსოვოსთან თამაშის საწყისი წუთები გამოტოვა.
ESPN-ის ცნობით, ლუის ენრიკე და მისი ასისტენტები მთელი საათით ჩაიკეტნენ იმ სასტუმროს ლიფტში, რომელშიც ნაკრები ცხოვრობდა.
როგორც ჩანს, ესპანელები ცუდ ფეხზე ადგნენ ამ შესარჩევის მატჩების წინ. ჯერ იყო და თბილისში, ვარჯიშის დროს შუქი ჩაუქრათ, ახლა კი მწვრთნელი გაეჭედათ ლიფტში. როგორც ჩანს, გასულ დღეებში ესპანელებს შევარდნაძე და მისი ბნელი დრო მოელანდათ.
მატჩი 3:1 დასრულდა ესპანეთის სასარგებლოდ.
საქართველოს ჯგუფში ესპანეთმა სკანდალურ კოსოვოს მოუგო და ერთპიროვნულად გალიდერდა
GIPHY App Key not set. Please check settings