გუშინ, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციაში ცხელი დღე იყო. ჯერ ლუის ენრიკე გაათავისუფლეს, ხოლო შემდეგ ლუის დე ლა ფუენტე დანიშნეს.
61 წლის სპეციალისტს ტოპ კლუბებში მუშაობის გამოცდილება დიდად არ აქვს, მაგრამ ესპანეთის ყველა ასაკობრივი გუნდი გაიარა. ბოლოს, სწორედ 21 წლამდელებში იყო და იქიდან დააწინაურეს.
საინტერესო ისაა, რომ ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელთა 99%-მა ლუისთან იმუშავა, რადგან: გავი, პედრი და კიდევ ბევრი სხვა ვარსკვლავი მის ხელში გამოიწრთო.
GIPHY App Key not set. Please check settings