in

ესპანეთის არაჩვეულებრივი სერია: ევროთასებზე ზედიზედ 18 მოგებული ფინალი – როდის დაიწყო

Sevilla's players celebrate with the trophy after winning the UEFA Europa League final football match between Sevilla FC and AS Roma at the Puskas Arena in Budapest, Hungary on May 31, 2023. (Photo by Attila KISBENEDEK / AFP)

ესპანური კლუბები დომინირებენ ევროთასებზე XXI საუკუნეში: მათ მოიგეს ბოლო 18 ევროფინალი, სადაც მეტოქეებად სხვა ქვეყნის გუნდები ჰყავდათ.

  1. ჩემპიონთა ლიგა
    რეალი – ბაიერი 2:1
  2. უეფას თასი
    ვალენსია – მარსელი 2:0
  3. ჩემპიონთა ლიგა
    ბარსელონა – არსენალი 2:1
  4. ჩემპიონთა ლიგა
    ბარსელონა – მანჩესტერი 2:0
  5. ევროპა ლიგა
    ატლეტიკო – ფულჰემი 2:1
  6. ჩემპიონთა ლიგა
    ბარსელონა – მანჩესტერი 3:1
  7. ევროპა ლიგა
    სევილია – ბენფიკა 0:0 (4:2 პენ)
  8. ჩემპიონთა ლიგა
    ბარსელონა – იუვენტუსი 3:1
  9. ევროპა ლიგა
    სევილია – დნეპრი 3:2
  10. ევროპა ლიგა
    სევილია – ლივერპული 3:1
  11. ჩემპიონთა ლიგა
    რეალი – იუვენტუსი 4:1
  12. ჩემპიონთა ლიგა
    რეალი – ლივერპული 3:1
  13. ევროპა ლიგა
    ატლეტიკო – მარსელი 3:0
  14. ევროპა ლიგა
    სევილია – ინტერი 3:2
  15. ევროპა ლიგა
    ვილიარეალი – მანჩესტერი 1:1 (11:10, პენ)
  16. ჩემპიონთა ლიგა
    რეალი – ლივერპული 1:0
  17. ევროპა ლიგა
    სევილია – რომა 1:1 (4:1 პენ)

ბოლო წაგებული ფინალი იყო 2001 წელს. „ვალენსიამ“ ჩემპიონთა ლიგაზე პენალტების სერიაში დათმო „ბაიერნთან“, ხოლო „ალავესმა“ უეფას თასის ფინალში 4:5 წააგო „ლივერპულთან“.

ამ 18-დან 8 მოგება მოდის ჩემპიონთა ლიგაზე, ხოლო 10 უეფას თასი/ევროპა ლიგაზე. კონფერენს ლიგა ჯერ არ დაუპყრიათ.

აშკარა ლიდერები არიან – „სევილია“, „რეალი“ და „ბარსელონა“. სევილიური კლუბი დომინირებს ევროპა ლიგაზე (უეფას თასზე): 6 მოგება სხვა მეტოქეებთან და ერთიც თანამემამულე „ესპანიოლთან“. „რეალმა“ და „ბარსამ“ სხვა ქვეყნის გუნდებს 4-4 ფინალი მოუგეს. მადრიდელებს კიდევ ორი ფინალი აქვთ მოგებული თანაქალაქელ „ატლეტიკოსთან“.

ესპანური გუნდების ერთმანეთთან ფინალები კიდევ ცალკე ამბავია, ამ პერიოდში 4 ასეთი იყო. „რეალმა“ „ატლეტიკო“ დაამარცხა 2013/14 წლების ჩემპიონთა ლიგის ფინალში, ორი წლის მერე კი უკვე პენალტებით აჯობა. „სევილიამ“ მოუგო „ესპანიოლს“ (2:2, 3:1 პენალტებით) უეფას თასზე-2006/07, ხუთი წლის შემდეგ კი ევროპა ლიგის ფინალში უპრობლემოდ აჯობა „ატლეტიკს“ 3:0.

18-დან 3 მატჩში დასჭირდათ პენალტების სერია, სხვა დროს ესპანელები უფრო დამაჯერებლად იგებდნენ.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ლეო მესი: ბედი – BBC-მა მესის მსოფლიოს მოგებაზე ფილმი გამოუშვა

ბათუმში გიგანტური ხვიჩა დახატეს