in

ესეც ბუდუს პირველი: გამოვიდა და ეგრევე გაიტანა

ბუდუ ზივზივაძემ მეორე ბუნდესლიგაში სადებიუტო გოლი გაიტანა და „კარლსრუეს“ „კაიზერსლაუტერნის“ საშინაო დამარცხებაში დაეხმარა – 2:0.

33-ე ტურის მატჩში ქართველი თავდამსხმელი სათადარიგო იყო, მოედანზე კი 70-ე წუთზე, 0:0-ზე შევიდა.

ჩვენიანმა ბურთთან ლამის პირველივე შეხებით გახსნა ანგარიში, ხოლო 90+5-ე წუთზე ნებელმა მეორე გოლი გაიტანა.

ეს ზივზივაძეთვის „კარლსრუეში“ ჩატარებულ 9 შეხვედრაში პირველი გოლია.

33 ტურის შემდეგ „კარლსრუე“ 45 ქულით მე-7 ადგილზეა, გათამაშების ბოლო თამაშს კი სტუმრად 28 მაისს გამართავს „სანკტ პაულისთან“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

იუვენტუსს ქულებს ისევ აკლებენ: ვის დარჩება ჩემპიონთა ლიგა

ვიდეო, ფოტო: საშინელი ტრაგედია სალვადორში – ჭყლეტის დროს 12 ადამიანი დაიღუპა, 500 დაშავდა