საქართველოში გაუარესებული ეპიდვითარების გამო, შეჩერებული სპორტული ღონისძიებები 13 სექტმებრიდან განახლდება. მათ შორის განახლდება ეროვნული ლიგაც. აღნიშნული გადაწყვეტილება საკორდინაციო საბჭომ მიიღო.
საკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით ყველა სპორტული ღონისძიება უმაყურებლოდ ჩატარდება. განსაკუთრებული დავალებებია სპორტსმენთათვის.
სპორტულ ღონისძიებაში მონაწილე თითოეული პირი უნდა იყოს აცრილი, ან შეჯიბრის დაწყებამდე 72 საათით ადრე უნდა წარადგინოს უარყოფითი PCR ტესტი.
შეგახსენებთ, რომ ეროვნული ლიგის მიმდინარე გათამაშება 14 აგვისტოს შეჩერდა. ჩატარებული 22 ტურის შემდეგ, ლიდერი 46 ქულით ბათუმის “დინამოა”
GIPHY App Key not set. Please check settings