in

ერთი ნაბიჯი ჩემპიონობამდე: ბასილაშვილი დოჰას მასტერსის ფინალშია

ნიკოლოზ ბასილაშვილი თავის კარიერაში ATP-ის მეოთხე ტურნირის მოგებასთან ერთ ნაბიჯშია. ლეგენდარული როჯერ ფედერერის დამარცხების შემდეგ, ტურნირის ნახევარფინალში ბასილაშვილი მსოფლიო რეიტინგის 33-ე ნომერს ამერიკელ ტეილორ ფრიცს დაუპირისპირდა და საკმაოდ დამაჯერებლად, მაღალი კლასის ხარჯზე, ორ სეტში 7:6; 6:1 დაამარცხა.

ნიკამ მატჩი ცუდად დაიწყო და ფრიცმა მატჩი 0:2 წაიყვანა, მაგრამ ნიკამ 9 წუთიანი მარათონული ჩაწოდება მოუგო მეტოქეს და მატჩში დაბრუნება მოახერხა. ბასილაშვილი არაჩვეულებრივი იყო უკანა ხაზიდან და მისი ფორჰენდი ფრიცისთვის აუღებელი იყო. ამერიკელი მხოლოდ საკუთარი ძლიერი მოწოდებით ახერხებდა ფონს გასვლას. პირველი სეიტი ტაი-ბრეიქამდე მივიდა, რომელშიც ბასილაშვილი უკეთესი იყო და სეტი 7:6 მოიგო.

მეორე სეტში კი, ნიკამ უბრალოდ კორტიდან გააქრო ტეილორ ფრიცი. ასეთი ნიკა დიდი ხანია არ გვინახავს და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ იგი დაბრუნდა.

“პანდემიის გამო, ძალიან რთული პერიოდი მქონდა კარიერაში. ბედნიერი ვარ, რომ ავთამაშდი და ნელ-ნელა ფორმაში შევდივარ. ბაუტისტა-აგუტი კარგი ჩოგბურთელია, ამ ეტაპზე კარგ ფორმაშია, მაგრამ მშვიდად ვარ. შევეცდები ჩემი ჩოგბურთი ვითამაშო.” -ამბობს ნიკოლოზ ბასილაშვილი.

ამრიგად, ნიკოლოზ ბასილაშვილი დოჰას მასტერის ფინალში გავიდა და მისი მეტოქე ესპანელი რობერტო ბაუტისტა აგუტი იქნება, რომელმაც ნახევარფინალში რუსი რუბლევი დაამარცხა. ბაუტისტა-აგუტი დოჰას მასტერსის მოქმედი ჩემპიონა და ახლა მსოფლიო რეიტინგში მე-13-ეა.

ფინალური მატჩი ხვალ საქართველოს დროით 17:00-ზეა ჩანიშნული.

დაუჯერებელია: ისტორია, რომელსაც არასოდეს დაივიწყებენ – ბასილაშვილმა ფედერერი დაამარცხა

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

10 ცვლილება: მაისაშვილმა ესპანეთთან სამატჩო რაზმი დაასახელა

გოგონა ჩინეთიდან – გოლფის სექს-სიმბოლოა: ის შესანიშნავია სპორტულ სამოსშიც და ისედაც