21 მარტს, საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი აქვს ლუქსემბურგთან. ევროპის ჩემპიონატზე გვინდა გასვლა. შეხვედრის დაწყებამდე UFC-ის ჩემპიონი, ილია თოფურია ჩვენს სტადიონზე საჩემპიონო ქამარს წარადგენს. ღონისძიება თამაშის დაწყებამდე 15 წუთით ადრე დაიწყება.
ილია თოფურია საქართველოს პრემიერ მინისტრის მოწვევით ეწვევა.
ერთად შევხვდეთ ჩემპიონს! – წერს ფეხბურთის ფედერაციის ფეისბუქ გვერდი.
აღვნიშნოთ ისიც, ილია თოფურიამ ჩემპიონობისთვის მიღებული თანხით, ბერი ანდრიას ფონდის შვილობილს ოპერაცია დაუფინანსა.
ეს ინფორმაცია ფონდმა გაავრცელა:
“ჩვენი ფონდის მეგობრების გამარჯვება ყოველთვის გვახარებს! განსაკუთრებით, მაინც ჩვენი კეთილი ნების ელჩის გამარჯვებებით ვხარობთ!
შავი ქამრის მფლობელმა ჯიუჯიცუში, ორი ქვეყნის – საქართველოსა და ესპანეთის სასახელო სპორტსმენმა, ჩვენმა კეთილი ნების ელჩმა ილია თოფურიამ, საოცნებო გამარჯვებისთვის მიღებული თანხით ჩვენი ერთ-ერთი შვილობილის ოპერაცია დააფინანსა“.
GIPHY App Key not set. Please check settings