საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა 2022 წლის ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ ფარგლებში ამხანაგური შეხვედრა გამართა. ავთანდილ ასათიანის გუნდი თბილისის ოლიმპიურ სასახლეში სერბეთის ნაკრებს დაუპირისპირდა და ფრეს დასჯერდა-1:1.
საქართველოს ნაკრები მატჩის სტარტზევე დაწინაურდა. “ჯვაროსნების” ბრაზილიელმა ლეგიონერმა ელისანდრუმ ბრწყინვალე დარტყმით აიღო მეტოქის კარი. მეორე ნახევარი სერბთა დომინირებით წარიმართა და მათ ანგარიშის გათანაბრებაც მოახერხეს. საბოლოოდ, ფრე 1:1.
მომდევნო შეხვედრას ჩვენი გუნდი 18 დეკემბერს, ასევე სერბეთის წინააღმდეგ გამართავს.
ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ მატჩის დაწყებამდე საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ტრაგიკულად დაღუპული მეკარის დავით ჯინჭარაძის ხსოვნას პატივი მიაგეს.
GIPHY App Key not set. Please check settings