ქართული ჩოგბურთის კიდევ ერთი წარმატება. ნიკოლოზ ბასილაშვილთან ერთად, როლან გაროსის პრესტიჟულ ტურნირზე ეკატერინე გორგოძეც იასპარეზებს. 29 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა ძირითად ბადეში მოსახვედრი საკვალიფიკაციო ეტაპი წარმატებით დაძლია და საფრანგეთის ღია პირველობის ძირითად ბადეში პირველად იასპარეზებს.
ფინალურ ეტაპზე მოსახვედრად გორგოძემ ესპანელი პარიზა დიასი ორ სეტში 6:3; 6:4 დაამარცხა.
GIPHY App Key not set. Please check settings