ეთერ ლიპარტელიანმა ქართული ძიუდოს მორიგი ისტორია დაწერა. ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე 22 წლის ქართველმა ძიუდოისტმა (-57 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ეთერ ლიპარტელიანისთვის ეს უფროსებში ოფიციალურ შეჯიბრებებზე პირველი მედალია.
ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში ეთერმა ჩეხი ვერა ზემანოვა დაამარცხა. ლიპარტელიანმა აღნიშნულ ტურნირზე ფრანგი პრისცილა ნიეტო, პოლონელი არლეტა პოდოლაკი დაამარცხა. ნახევარფინალში კი, სარა ლეონი სისიკესთან დამარცხდა.
GIPHY App Key not set. Please check settings