უეფამ აცნობა, რომ თურქეთმა ევრო 2028-ის მასპინძლობაზე უარი თქვა და განაცხადი გაიტანა. შესაბამისად დარჩა ერთადერთი კანდიდატი – დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ერთობლივი განაცხადი.
თურქეთის უარი განპირობებულია იმით, რომ ეს ქვეყანა აპირებს ევრო 2032-ის მასპინძლობისთვის იბრძოლოს იტალიასთან ერთობლივად. ისე საბრძოლველიც არაფერია. ჯერჯერობით სხვა პრეტენდენტი არავინაა.
ორივე ტურნირის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილებას ოფიციალურად 10 ოქტომბერს გამოაცხადებენ ქალაქ ნიონში უეფას აღმასკომის სხდომაზე.
ასევე ცნობილია ევრო 2028-ის მასპინძელი ქალაქ-სტადიონებიც:
- ლონდონი – უემბლი (90,652)
- კარდიფი – ეროვნული სტადიონი (73,952)
- ლონდონი – ტოტენჰემის სტადიონი (62,322)
- მანჩესტერი – სიტის სტადიონი (61,000)
- ლივერპული – ევერტონის სტადიონი (52,679)
- ნიუკასლი – სენტ ჯეიმს პარკი (52,305)
- ბირმინგემი – ვილა პარკი (52,190)
- გლაზგო – ჰემპდენ პარკი (52,032)
- დუბლინი – დუბლინ არენა (51,711)
- ბელფასტი – კაზემენთ პარკი (34,500)
GIPHY App Key not set. Please check settings