დიდიე დეშამი დამდეგი ევრო 2024-ის მონაწილე გუნდების მწვრთნელთაგან საუკეთესოდ მიიჩნიეს.
ბრიტანულმა ჟურნალმა FourFourTwo-მა ევროპის ჩემპიონატზე მოთამაშე გუნდების მწვრთნელების რეიტინგი შეადგინა და დებიუტანტი საქართველოს ნაკრების ფრანგი მწვრთნელი ვილი სანიოლი 24-დან მე-15 ადგილზე დააყენა.
ტოპ 10 ასეთია:
- დიდიე დეშამი (საფრანგეთი);
- ლუჩანო სპალეტი (იტალია);
- იულიან ნაგელსმანი (გერმანია);
- გარეთ საუთგეიტი (ინგლისი);
- ზლატკო დალიჩი (ხორვატია);
- რობერტო მარტინესი (პორტუგალია);
- დომენიკო ტედესკო (ბელგია);
- ლუის დე ლა ფუენტე (ესპანეთი);
- კასპერ იულმანდი (დანია);
- მარკო როსი (უნგრეთი).
ნიდერლანდების რონალდ კუმანი მე-12 ადგილზეა, რალფ რანგნიკი (ავსტრია) – მე-16, სერგეი რებროვი (უკრაინა) – მე-19, მურატ იაკინი (შცეიცარია) – 21-ე.
ჩვენი ვილი სანიოლი მე-15 პოზიციაზე დააყენეს და ამ ცნობილ სპეციალისტებს უსწრებს.
საქართველოს ნაკრების თავკაცი ასევე წინ დგას ჯგუფში მეტოქე ჩეხეთის მწვრთნელზე – ივან ჰაშეკი 23-ე ადგილზეა. რაც შეეხება თურქეთის იტალიელ დამრიგებელ ვიჩენცო მონტელას, ის მხოლოდ ერთი საფეხურითაა ჩვენიანზე წინ (მე-14). სანიოლი ასევ ჯობნის „ნაპოლის“ ჯერაც მწვრთნელ ფრანჩესკო კალცონას (სლოვაკეთი – მე-17).
GIPHY App Key not set. Please check settings