დიდ საფეხბურთო ფორუმებზე მუდმივად გამოჩნდებიან ხოლმე ახალგაზრდა ფეხბურთელები და დებიუტანტები. წლევანდელი ევროპის ჩემპიონატის ყმაწვილების უმრავლესობა უკვე კარგად არის ნაცნობი გულშემატკივრებისთვის. ორ მათგანს კი რეკორდის მოხსნა შეუძლიათ.
ევრო 2020-ის ყველაზე ნორჩები სიას სათავეში უდგას კაცპერ კოზლოვსკი, რომელმაც ნაკრებში უკვე ჩაატარა ორი მატჩი. მას კამპანიას უწევენ ტოპ ნაკრებების ვუნდერკინდები: ჯუდ ბელინგემი, ჯამალ მუსიალა და პედრი. არიან უკრაინელებიც – ილია ზაბარნი და გეორგი სუდაკოვი.
ჯერჯერობით ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა, გახლავთ იეტრო ვილემსი – 2012 წლის ევროზე ნიდერლანდელ მცველს დებიუტი 18 წლის და 71 დღის ასაკში ჰქონდათ.
მისი გასწრება მხოლოდ კოზლოვსკის და ბელინგემს შეუძლიათ.
ევრო 2020-ის 5 ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი
კაცპერ კოზლოვსკი – პოლონეთი
17 წელი და 243 დღე
ჯუდ ბელინგემი – ინგლისი
17 წელი და 352 დღე
ჯამალ მუსიალა – გერმანია
18 წელი და 110 დღე
პედრი – ესპანეთი
18 წელი და 203 დღე
ილია ზაბარნი – უკრაინა
18 წელი და 288 დღე
გეორგი სუდაკოვი – უკრაინა
18 წელი და 288 დღე
ჩვენი ჯგუფელი ბებერი ყოფილა: ევრო 2020-ის ყველაზე ხნიერები და ახალგაზრდები
GIPHY App Key not set. Please check settings