in ,

ევროპული კლუბები ახალ ჩემპიონთა ლიგაზე თითქმის შეთანხდნენ

ევროპის საფეხბურთო კლუბების ასოციაციის (246 კლუბი შედის) თავმჯდომარემ, „იუვენტუსის“ პრეზიდენტმა და იტალიელმა ბიზნესმენმა ანდრეა ანიელიმ ჩემპიონთა ლიგის ფორმატის ცვლილებაზე ისაუბრა.

მისი თქმით, ახალ ჩემპიონთა ლიგაზე შეთანხმება გარდაუვალია, ანიელი ელოდება, რომ ყველაფერს წერტილი რამდენიმე კვირაში დაესმევა.

ჩემპიონთა ლიგა ჯგუფურ ეტაპზე 36 გუნდამდე გაიზრდება, თითო გუნდი ჯგუფში 10 მატჩს ჩაატარებს „შვეიცარიული სისტემით“. ეს საშუალებას მისცემს გუნდები ერთიან სატურნირო ცხრილში აღმოჩნდნენ.

„ვფიქრობ, ახლოს ვართ იდეალურ ჩემპიონთა ლიგასთან. მიმაჩნია, რომ შვეიცარიული სისტემა ძალიან კარგია. ეს მონაწილე გუნდებს უფრო მეტ შესაძლებლობას მისცემს. ეს უზრუნველყოფს პლეი-ოფს, რაც ნებისმიერი შეჯიბრების არსია“, – დაწერა The Guardian-მა ანიელის სიტყვები.

ანიელი ბოლო თვეებში დისკუსიაში იყო უეფას პრეზიდენტ ალეკსანდერ ჩეფერინთან, მათ ევროთასებსა და ეროვნულ ჩემპიონატებს შორის ბალანსი გამონახვა სურდათ.

ჩემპიონთა ლიგა იცვლება: 36 გუნდი და შვეიცარიული სისტემა

ამასთან, არ არის გამორიცხული, ინგლისის პრემიერლიგაში მატჩების რაოდენობა შემცირდეს. გარდა ამისა, საინტერესო ინიციატივაა ის, რომ ჩემპიონთა ლიგის მონაწილე გუნდებს ერთმანეთში ტრანსფერები აეკრძალებათ.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბორუსია vs სევილია: წინათქმა

მერაბ ჟორდანია ვენის აუსტრიას პრეზიდენტი გახდა: რა ფულით მიდის ქართველი ახალ კლუბში