in

ევროპის ჩემპიონატის მეორე ეტაპი ფრენბურთში საქართველოში ჩატარდება

ფრენბურთში 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის მეორე ეტაპს, საქართველო კიდევ ერთხელ უმასპინძლებს.

18 წლამდე გოგონათა ნაკრებები ერთმანეთს 12-14 აპრილს, თბილისში, დაუპირისპირდებიან. მეორე ეტაპში მონაწილეობას იღებს, საქართველოს ასაკობრივი ეროვნული ნაკრებიც.

საქართველოს ფრენბურთის ეროვნული ფედერაციის განცხადებაში ვკითხულობთ: “მოხარულები ვართ, რომ ევროპის ფრენბურთის კონფედერაცია საქართველოს ფრენბურთის ეროვნულ ფედერაციას ნდობას გვიცხადებს და ზედიზედ მეორედ ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ორგანიზებას გვანდობს. იმედს ვიტოვებთ, რომ ისტორიულ შედეგს ჩვენი სპორტსმენები კიდევ ერთხელ გაიმეორებენ და საქართველოს სახელს მსოფლიო ასპარეზზე ღირსეულად წარადგენენ. წარმატებები საქართველოს და ჩვენს გოგონათა ეროვნულ ნაკრებს”

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს, საქართველომ უკვე უმასპინძლა, 2023 წლის ევროპის ჩემპიონატის მეორე ეტაპს U17-ის ასაკობრივ ნაკრებებში. ჩემპიონატში მონაწილეობა მიიღო, როგორც ვაჟებმა, ასევე გოგონებმა. საქართველოს ფრენბურთის 17 წლამდე გოგონათა ნაკრებმა კი ისტორიული საგზური მოიპოვა და 2023 წლის ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კვარა გაბრაზებულია და შეიძლება არსენალმა წაიყვანოს: თანხა, რომელიც ჯუღელმა ხვიჩასთვის მოითხოვა

დე ბრუინი პასებით ინგლისში მესამე გახდა: აჯობა რუნის და მალე გაასწრებს კიდევ ერთს