უეფას აღმასკომმა ნება დართო ევროპის ჩემპიონატზე გუნდებმა 5-5 შეცვლა გააკეთონ.
ეს წესი იმოქმედებს 2021 წლის ერთა ლიგის ფინალურ ტურნირზეც.
უეფამ განმარტა, რომ ეს გადაწყვეტილება იმის გამო მიიღეს, რომ 5 შეცვლის შემოღების მიზეზი – კორონავირუსის პანდემიის შედეგები – ძალაში რჩება.
2020 წლის ევროპის ჩემპიონატის მატჩები 12 ევროპულ ქალაქში უნდა გაიმართოს 2021 წლის 11 ივნისიდან 11 ივლისის ჩათვლით.
–
GIPHY App Key not set. Please check settings