21 ივნისიდან ინგლისში ლოქდაუნის მოხსნა იგეგმება, რის გამოც გაჩნდა იმედი, რომ ევროპის ჩემპიონატის ფინალი “უემბლიზე” 90 000 მაყურებელთან ერთად გაიმართება. “დეილი მეილის” ინფორმაციით, უეფამ, შესაძლოა, სტადიონებზე დასაშვები მაყურებლების რაოდენობაზე გადაწყვეტილების მიღებას გადახედოს.
მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის ინდური ვარიანტი ინგლისშიც საკმაოდ სწრაფად ვრცელდება, პრემიერმინისტრმა ბორის ჯონსონმა ლოქდაუნის მოხსნის შესახებ მაინც ოპტიმისტურად ისაუბრა:
“ჯერჯერობით არაფერი ჩანს ისეთი, რაც მიგვანიშნებს, რომ გეგმას უნდა გადავუხვიოთ და ლოქდაუნი არ მოვხსნათ,” – განაცხადა ჯონსონმა.
დღევანდელი მდგომარეობით, ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალსა და ფინალზე 45 000 მაყურებლის დასწრებაა დაგეგმილი. საბოლოო გადაწყვეტილების მიღების თარიღმა კი შეიძლება გადაიწიოს, რათა ორგანიზატორებს საშუალება მიეცეთ, რომ რაოდენობა გაზარდონ, თუკი 21 ივნისიდან კორონა-შეზღუდვები მოიხსნება და იქნებ, ფინალი მართლაც სავსე ტრიბუნებით გაიმართოს.
GIPHY App Key not set. Please check settings