უეფა აპირებს კონმებოლთან ითამამშრომლოს და ერთა ლიგა მინი მსოფლიო ჩემპიონატად აქციოს. ასეთი ნაბიჯის მოტივაცია მსოფლიო ჩემპიონატის ყოველ ორ წელიწადში ჩატარებაზე უარის თქმა გახლავთ, რაც ფიფას სურვილი იყო.
ტურნირის რეფორმა 2024 წელს მოხდება. დაგეგმილია, რომ სამხრეთ ამერიკის 6 გუნდი A ლიგას შეუერთდება, ხოლო 4 ნაკრები – B ლიგას. მხარეები დეტალებს უახლოეს მომავალში განიხილავენ. ცნობილია, რომ ყველა მატჩი ევროპაში ჩატარდება.
უეფა და კონმებოლი უკვე შეთანხმდნენ იმაზე, რომ ევროპისა და სამხრეთ ამერიკის გამარჯვებულებმა ერთმანეთში ითამაშონ.
ევროპა და ამერიკა ფინალისიმას ითამაშებენ
GIPHY App Key not set. Please check settings