in

ევროპა აღარ გაფართოვდება: არაკომერციულია – უეფას 32 გუნდზე უარს ათქმევინებენ

უეფა უარს იტყვის ევროპის ჩემპიონატის გაფართოებისგან.

Daily Mail ამბობს, რომ ევროპული ფეხბურთის კავშირი გეგმავს 2028 წელს ტურნირის 32 გუნდამდე გაზრდაზე უარი თქვას.

ევროპელმა მაუწყებლებმა უეფას აცნობეს, რომ ტურნირს, რომელშიც კონფედერაციის 55 წევრისგან 32 მიიღებს მონაწილეობას, დიდი კომერციული ფასი აღარ ექნება. ამის მიზეზი გახდება ბევრი ჯგუფის თუ მატჩის პროგნოზირება და არაფრის მომცემი თამაშების მატება.

უეფა განიხილავდა სხვა ვარიანტებსაც, ტრადიციული შესარჩევი ჯგუფების გაუქმებას გავარდნაზე თამაშების სასარგებლოდ, მაგრამ არც ეს წინადადება მოიწონეს კომერციულმა პარტნიორებმა.

სააბოლოო გადაწყვეტილებას ამ საკითხზე მიიღებენ უეფას აღმასკომის სხდომაზე, რომელიც ნოემბერში ჩატარდება.

შეგახსენებთ, 2016 წლის ევროპის ჩემპიონატზე 16-ის ნაცვლად 24 გუნდი იქნება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

არანაირი დანდობა! თბილისი მეორედ უნდა ავიღოთ: მაკედონიური პრესა გადიდგულდა

სან სირო დაინგრევა, მის ადგილზე კათედრალს ააგებენ