in

ევროპას კიდევ ორი მიემატა: ყაზახეთი და მოლდოვა შანსს ინარჩუნებენ – იტალიას ფინალი ელის

ევროპის ჩემპიონატის შესარცევი ეტაპის მეშვიდე ტურის მატჩები გაიმართა და ევრო 2024-ის საგზური კიდევ ორმა გუნდმა მოიპოვა. ესენია დანია და ალბანეთი.
დანიამ შინ 2:1 მოუგო უშუალო კონკურენტ სლოვენიას, ალბანეთმა სტუმრად 1:1 ითამაშა მოლდოვასთან.

შესაბამისად, ცნობილია 13 მონაწილე:
გერმანია (მასპინძელი), ალბანეთი, დანია, ავსტრია, ინგლისი, ბელგია, უნგრეთი, ესპანეთი, შოტლანდია, პორტუგალია, თურქეთი, საფრანგეთი და სლოვაკეთი.

დასკვნით ეტაპზე გასვლის შანსი აქვს ყაზახეთს, რომელიც H ჯგუფში 18 ქულით მე-3 ადგილზეა და მეორეადგილოსან სლოვენიას 1 ქულით ჩამორჩება. ეს გუნდები ერთმანეთს 20 ნოემბერს ლუბლიანაში შეხვდებიან.
ჩვენ ეს შეხვედრა იმითაც გვაინტერესებს, რომ თუ ყაზახეთი ჯგუფიდან გავა, ერთა ლიგის პლეი-ოფში საქართველოს ნაკრების მეტოქეები შეიცვლება.

რაც შეეხება იტალიის ნაკრებს, ჩრდილოეთ მაკედონიასთან 3 ქულა საკმარისი არ არის ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის. ბოლო ტურში „სკუადრა აძურას“ ფინალის ტოლფასი მატჩი ელის უკრაინასთან.

პოლონეთის ნაკრებმა საკუთარ მოედანზე ვერ მოუგო ჩეხეთს, ახლა ჩეხებს შინ მოლდოვასთან ფრეც ჰყოფნით. საინტერესოა, რომ მოლდოვამ ბოლო ტურამდე შეინარჩუნა ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის შანსი. მართალია, სტუმრად ჩეხეთში უნდა მოიგოს, მაგრამ შანსი შანსია. სხვათა შორის, სწორედ ამ ჯგუფიდან გავიდა ალბანეთი.

What do you think?

-1 Points
Upvote Downvote

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვიდეო: ეს მამუკელაშვილმა გააკეთა – სანდრო დაბრუნდა და კარგადაც ითამაშა

ევერტონს 10 ქულა ჩამოაკლეს და ბოლო ადგილზე გაუშვეს: სუპერკომპიუტერი ამბობს, რომ მაინც გადარჩება