გუშინ, ევროპა და კონფერენს ლიგებზე განმეორებითი ნახევარფინალური შეხვედრები გაიმართა ფინალისტების ვინაობაც გაირკვა.
გაზგოს “რეინჯერსი” საიუბილეო წელს ახლოსაა ევროპული ტიტული მოიგოს. “რეინჯერსმა” “აიბროქსზე” “ლაიფციგი” მიიღო და 3:1 დაამარცხა.
შოტლანდიელები პირველ ტაიმში ტაიმი ტავერნიეს და კამარას გოლებით დაწინაურდნენ. “ლაიფციგმა” ნკუკუს გოლით ორი მატჩის ჯამში ანგარიშის გათანაბრება მოახერხა, მაგრამ 81-ე წუთზე ლუნდსტრამის გოლით “რეინჯერსი” 14 წლიანი პაუზის შემდეგ ევროპული ტურნირის ფინალში გავიდა. ბოლოს, გლაზგოელები უეფას თასის ფინალში 2007/08 წლების სეზონში იყვნენ და საქნტ-პეტერბურგის “ზენიტთან” 0:2 დამარცხდნენ.
42-წლიანი პაუზის შემდეგ პირველად გავიდნენ ევროპული ტურნირის ფინალში ფრანკფურტელები. ფრანკფურტის “აინტრახტმა” საკუთარ მოედანზე ინგლისური “ვესტჰემი” 1:0 დაამარცხა. “ვესტჰემი” ფაქტობრივად მთელი მატჩი კაცნაკლული თამაშობდა, რამაც მატჩის მიმდინარეობაზეც იქონია გავლენა.
ევროპა ლიგის ფინალური შეხვედრა 18 მაისს სევილიაში “რამონ სანჩეს ბისხუანზე” გაიმართება.
ისტორიაში პირველად ევროტურნირის ფინალში იტალიური “რომაც” ითამაშებს. რომაელებმა “სტადიო ოლიმპიკოზე””ლესტერი” მინიმალური ანგარიშით 1:0 დაამარცხეს და ფინალში გავიდნენ. “გლადიატორებმა” მატჩი მე-11 წუთზე ტამი აბრაჰამის გოლით მოიგეს.
მარსელის “ველოდრომზე” მარსელის “ოლიმპიკისა” და როტერდამის “ფეიენოორდის” დაპირისპირება 0:0 დასრულდა. პირველი მატჩი ნიდერლანდელებს 3:2 ჰქონდათ მოგებული.
GIPHY App Key not set. Please check settings