in

ევროპაზე საქართველოს ბილეთები 15 აპრილიდან გაიყიდება

მას შემდეგ, რაც საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა, გულშემატკივრებმა უშუალოდ ევროზე წასვლაზე ფიქრი და ზრუნვა დაიწყეს. ბუნებრივია, გერმანიაში ყველა მსურველი ვერ მოხვდება, უმალ გაძვირდა ავიაბილეთები, იმატებს სასტუმროს ხარჯები და არც ბილეთებია შეუზღუდავი. თუმცა ეჭვი არავის ეპარება, რომ გერმანულ სტადიონებზე ქართული დროშებიც იფრიალებს.

ნაკრების ფეისბუქ გვერდზე გაჩნდა ინფორმაცია, რომ ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრების მატჩებზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა 15 აპრილიდან დაიწყება.

„უეფა-ს ბილეთების პორტალზე ქართველი გულშემატკივრებისთვის განკუთვნილი ბილეთების რეალიზაცია 15 აპრილს, 13:00 საათზე დაიწყება. დეტალურ ინფორმაციას და გზამკვლევს ჩვენი გუნდი გულშემატკივარს უახლოეს დღეეებში გავუზიარებთ“, – წერია განცხადებაში.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია ბმულზე http://euro2024.com/tickets

კატეგორიების მიხედვით ბილეთის ფასი სხვადასხვაა: 30 €; 60 €; 150 €; 200 €; 400 €.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები F ჯგუფშია და 18 ივნისს თურქეთს შეხვდება, 22 ივნისს – ჩეხეთს, ხოლო 26 ივნისს – პორტუგალიას.

What do you think?

-1 Points
Upvote Downvote

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვიდეო: შერმადინის 18 ქულა და ტენერიფე მეოთხედფინალში დაწინაურდა

მსგავსი ზეიმი არსად მინახავს: სანიოლის თანაშემწე საქართველოს ევრო 2024-ზე გასვლის შესახებ