ჰამბურგში, ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა.
წილისყრის შედეგად ფინალურ ეტაპზე გასული 2 გუნდი და ტურნირის მასპინძელი გერმანია 6 ჯგუფში გადანაწილდა. ცნობილი გახდა ისიც, თუ რომელ ჯგუფებში მოხვედბიან ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის გამარჯვებულები.
C პლეი-ოფის გამარჯვებული, სადაც საქართველოს ნაკრები, ლუქსემბურგთან, საბერძნეთთან და ყაზახეთთან ერთად მონაწილეობს, F ჯგუფში მოხვდება პორტუგალიის, თურქეთის და ჩეხეთის ნაკრებებთან ერთად.
შეგახსენებთ, რომ პლეი ოფის ნახევარფინალურ მატჩს საქართველოს ნაკრები 21 მარტს, თბილისში, ლუქსემბურგის წინააღმდეგ გამართავს. გამარჯვების და ფინალში გასვლის შემთხვევაში, საქართველოს ნაკრები საბერძნეთსა და ყაზახეთის წყვილში გამარჯვებულს 26 მარტს უმასპინძლებს.
ევროპის ჩემპიონატი 14 ივნისიდან 14 ივლისამდე გერმანიაში გაიმართება. გახსნის მატჩში ერთმანეთს მასპინძელი გერმანია და შოტლანდია დაუპირისპირდებიან.
A ჯგუფი: გერმანია, უნგრეთი, შოტლანდია, შვეიცარია.
B ჯგუფი: ესპანეთი, ხორვატია, ალბანეთი, იტალია.
C ჯგუფი: სლოვენია, ინგლისი, დანია, სერბეთი.
D ჯგუფი: საფრანგეთი, ავსტრია, ნიდერლანდები, პლეი ოფი (A ლიგა).
F ჯგუფი: ბელგია, რუმინეთი, სლოვაკეთი, პლეი ოფი (B ლიგა).
F ჯგუფი: პორტუგალია, თურქეთი, ჩეხეთი, პლეი ოფი (C ლიგა).
სამი ფინალისტი 2024 წლის მარტში ერთა ლიგის პლეი ოფის შემდეგ გაირკვევა – ნახევარფინალები 21 მარტს გაიმართება, ფინალები – 26 მარტს.
პლეი ოფი (A ლიგა): პოლონეთი, უელსი, ფინეთი, ესტონეთი.
პლეი ოფი (B ლიგა): ისრაელი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, უკრაინა, ისლანდია.
პლეი ოფი (C ლიგა): საქართველო, ლუქსემბურგი, ყაზახეთი, საბერძნეთი.
GIPHY App Key not set. Please check settings