დღეიდან 7 სექტემბრის ჩათვლით თბილისი ევროპული კალათბურთის ერთ-ერთი დედაქალაქი იქნება. “თბილისი არენა” ევრობასკეტის A ჯგუფის მატჩებს მასპინძლობს.
ევრობასკეტი ოფიციალურად სწორედ თბილისში დაიწყო – წლევანდელი ევროპის ჩემპიონატის პირველი შეხვედრა ამ წუთებში თბილისში მიმდინარეობს. მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი ესპანეთი ბულგარეთს უპირისპირდება.
თბილისში და ზოგადად პირველი ევრობასკეტური ქულების ავტორი ბულგარეთის ნაკრების კალათბურთელი ემილ სტოილოვი გახდა.
ამ მატჩის შემდეგ, მონტენეგრო თურქეთს დაუპირისპირდება. 21:00 საათზე კი, საქართველო-ბელგიაა.
GIPHY App Key not set. Please check settings